იტერა ჯგუფი H3C-ის ექსკლუზიური სერტიფიცირებული პარტნიორია საქართველოში

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იტერა ჯგუფი საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური ვენდორის – H3C-ის ერთადერთი სერტიფიცირებული პარტნიორია.
H3C, მსოფლიოს მასშტაბით, ინდუსტრიულ ლიდერადაა აღირებული ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების მიმართულებით, რომელთა საფუძველზეც თანამედროვე ორგანიზაციები მარტივად ახერხებენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების დანერგვასა და კოორდინაციას. H3C-ს გააჩნია ციფრული გადაწყვეტილებების სრული პორტფელი, რაც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას:
- მონაცემთა გამოთვლითი და შემნახველი სისტემები
- ქსელური გადაწყვეტილებები
- ინფორმაციული უსაფრთხოება
- ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები
- ხელოვნური ინტელექტი
იტერა ჯგუფისა და H3C-ის პარტნირობის ფარგლებში, ჩვენს დამკვეთ ორგანიზაციებში უკვე განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი. სერტიფიცირებული პარტნიორის სტატუსის მიღების საფუძველზე, ჩვენი გუნდი ქართულ ბაზარს კიდევ უფრო აქტიურად შესთავაზებს თანამედროვე, მომხმარებლების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
Published: 11 ოქტ,2022