იტერა ჯგუფი EYOF Bakuriani 2025-ის ტექნოლოგიური პარტნიორია

IG x EYOF 2025

ისტორიაში პირველად, საქართველო ზამთრის სპორტის სამყაროს ცენტრში მოექცა და ევროპის მე-17 ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანში უმასპინძლა.

ღონისძიებაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ასეთი მასშტაბის ღონისძიების მიმდინარეობისას უწყვეტი და გამართული ტექნოლოგიური პროცესი ღონისძიების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ჩვენთვის დიდი პატივია გაცნობოთ, რომ იტერა ჯგუფი EYOF ბაკურიანი 2025-ის ოფიციალური ტექნოლოგიური პარტნიორი გახლდათ.

იმისათვის, რომ ღონისძიება ტექნოლოგიური კუთხით გამართულად ჩატარებულიყო, ჩვენმა გუნდმა აქტიურად იმუშავა შემდეგი მიმართულებებით:

  • ტერიტორიის სრული აღჭურვა: ფესტივალის მთელ პერიმეტრზე დავამონტაჟეთ მაღალი წარმადობის Wi-Fi სისტემები
  • სწრაფი და სტაბილური კავშირი: უზრუნველვყავით შეუფერხებელი ტექნიკური სერვისი


მსგავსი მასშტაბის პროექტის წარმატება გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული. გვსურს მადლობა გადავუხადოთ EYOF Bakuriani 2025-ის საორგანიზაციო გუნდს ნდობისა და პარტნიორობისთვის.

45 ქვეყნის მასპინძლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვულოცავთ ორგანიზატორებს ამ პრესტიჟული ფესტივალის წარმატებით დასრულებას. ჩვენი გუნდი ამაყია, რომ შექმნა ტექნოლოგიური გამოცდილება, რომელმაც მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ღონისძიების საერთო წარმატებაში.

Share:

Published: 24 მარ,2025

Recent Posts

postImg

წარმატებით განხორციელებული ...

02 ნოე, 2022

postImg

იტერა ჯგუფისა და ევროპის უნ...

24 ოქტ, 2022

postImg

იტერა ჯგუფი H3C-ის ექსკლუზი...

11 ოქტ, 2022