იტერა ჯგუფი Dell Technologies-ის ოქროს პარტნიორია

Gold Partner

სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ იტერა ჯგუფმა Dell Technologies-ისგან პარტნიორობის ოქროს სტატუსი მიიღო.

პარტნიორობის ოქროს სტატუსის მისაღებად ჩვენმა კომპანიამ საერთაშორისო ვენდორის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების თითოეული კომპონენტი დააკმაყოფილა ბიზნესის განვითარების, კომპეტენციის ამაღლებისა და პარტნიორ ორგანიზაციებში წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

იტერა ჯგუფი Dell Technologies-თან პარტნიორობის ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ტექნოლოგიურ პროექტებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან ერთად. პარტნიორობის ოქროს სტატუსი ხაზს უსვამს იტერა ჯგუფის გუნდის ცოდნასა და გამოცდილებას Dell Technologies-ის გადაწყვეტილებების დანერგვისა და წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

Share:

Published: 07 მაი,2025

Recent Posts

No products found