წარმატებით განხორციელებული პროექტი ღვინის ლაბორატორიაში

იტერა ჯგუფის გუნდმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, ღვინის ლაბორატორია თანამედროვე ინფრასტრუქტურული და ქსელური გადაწყვეტილებებით აღიჭურვა.

პროექტის მიმდინარეობისას ლაბორატორიის მასშტაბით მოხდა ფიზიკური ქსელის გაყვანა და კაბელირება. გარდა ამისა, მოეწყო ჩვენი საერთაშორისო ვენდორის – Fortinet-ის ქსელური აპარატურა და ფაერვოლები. ღვინის ლაბორატორიაში არსებული ძველი ინფრასტრუქტურა სრულად ჩანაცვლდა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაემატა Dell Technologies-ის მძლავრი და წარმადი სერვერი.

პროექტის ფარგლებში, სრულად გაიმართა კომპანიის სერვისები, რის საფუძველზეც დღესდღეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინის ლაბორატორიის ბიზნეს პროცესების უწყვეტობა და IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება სრულადაა უზრუნველყოფილი.

იტერა ჯგუფისა და ევროპის უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იტერა ჯგუფმა წარმატებით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროპის უნივერსიტეტი სრულად აღიჭურვა თანამედროვე ქსელური გადაწყვეტილებებით.

პროექტის ფარგლებში მოეწყო უნივერსიტეტის ქსელური გარემო, დაინერგა ჩვენი საერთაშორისო ვენდორების – H3C-ის ქსელური აპარატურა და Fortinet-ის ფაერვოლები.

პროექტის ფარგლებში დანერგილი ტექნოლოგიები უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს უმაღლესი სტანდარტებით, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხებების გარეშე წარმართოს ხარისხიანი სასწავლო პროცესი.

იტერა ჯგუფი H3C-ის ექსკლუზიური სერტიფიცირებული პარტნიორია საქართველოში

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იტერა ჯგუფი საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური ვენდორის – H3C-ის ერთადერთი სერტიფიცირებული პარტნიორია.

H3C, მსოფლიოს მასშტაბით, ინდუსტრიულ ლიდერადაა აღირებული ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების მიმართულებით, რომელთა საფუძველზეც თანამედროვე ორგანიზაციები მარტივად ახერხებენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების დანერგვასა და კოორდინაციას. H3C-ს გააჩნია ციფრული გადაწყვეტილებების სრული პორტფელი, რაც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას:

  • მონაცემთა გამოთვლითი და შემნახველი სისტემები
  • ქსელური გადაწყვეტილებები
  • ინფორმაციული უსაფრთხოება
  • ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები
  • ხელოვნური ინტელექტი

იტერა ჯგუფისა და H3C-ის პარტნირობის ფარგლებში, ჩვენს დამკვეთ ორგანიზაციებში უკვე განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი. სერტიფიცირებული პარტნიორის სტატუსის მიღების საფუძველზე, ჩვენი გუნდი ქართულ ბაზარს კიდევ უფრო აქტიურად შესთავაზებს თანამედროვე, მომხმარებლების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

იტერა ჯგუფი Dell Technologies-ის ოქროს პარტნიორია

სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ იტერა ჯგუფმა Dell Technologies-ისგან პარტნიორობის ოქროს სტატუსი მიიღო.

პარტნიორობის ოქროს სტატუსის მისაღებად ჩვენმა კომპანიამ საერთაშორისო ვენდორის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების თითოეული კომპონენტი დააკმაყოფილა ბიზნესის განვითარების, კომპეტენციის ამაღლებისა და პარტნიორ ორგანიზაციებში წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

იტერა ჯგუფი Dell Technologies-თან პარტნიორობის ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ტექნოლოგიურ პროექტებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან ერთად. პარტნიორობის ოქროს სტატუსი ხაზს უსვამს იტერა ჯგუფის გუნდის ცოდნასა და გამოცდილებას Dell Technologies-ის გადაწყვეტილებების დანერგვისა და წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

იტერა ჯგუფისა და Dell Technologies-ის ერთობლივი ღონისძიება

მიმდინარე წლის 3-7 სექტემბერს იტერა ჯგუფმა, Dell Technologies-სთან და MUK-თან ერთად, ქალაქ ანტალიაში, პირველ გასვლით ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში Dell Technologies-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები და პერსონალური სისტემები მიმოვიხილეთ. ტექნოლოგიურ ღონისძიებას ჩვენი პატნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იტერა ჯგუფი Dell Technologies-ის ოქროს სტატუსის მქონე პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, ტექნოლოგიური ღონისძიებები სამომავლოდაც აქტიურად ჩატარდება, რომელთა ფარგლებშიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებისა და უახლესი ტრენდების შესახებ.