წარმატებით განხორციელებული პროექტი ღვინის ლაბორატორიაში

იტერა ჯგუფის გუნდმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, ღვინის ლაბორატორია თანამედროვე ინფრასტრუქტურული და ქსელური გადაწყვეტილებებით აღიჭურვა.
პროექტის მიმდინარეობისას ლაბორატორიის მასშტაბით მოხდა ფიზიკური ქსელის გაყვანა და კაბელირება. გარდა ამისა, მოეწყო ჩვენი საერთაშორისო ვენდორის – Fortinet-ის ქსელური აპარატურა და ფაერვოლები. ღვინის ლაბორატორიაში არსებული ძველი ინფრასტრუქტურა სრულად ჩანაცვლდა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაემატა Dell Technologies-ის მძლავრი და წარმადი სერვერი.
პროექტის ფარგლებში, სრულად გაიმართა კომპანიის სერვისები, რის საფუძველზეც დღესდღეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინის ლაბორატორიის ბიზნეს პროცესების უწყვეტობა და IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება სრულადაა უზრუნველყოფილი.
Published: 02 ნოე,2022